Accessibility links

სტოლტენბერგი: რუსეთს და ნატოს შორის კვლავ პრინციპული უთანხმოებაა


BELGIUM -- NATO Secretary-General Jens Stoltenberg gives a press conference following the meeting of the NATO-Russia Council at alliance headquarters in Brussels, October 26, 2017

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის კვლავ პრინციპული უთანხმოებაა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გარშემო. ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ „ჩვენი დიალოგი იოლად არ მიმდინარეობს, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ის მნიშვნელოვანი“. შეხვედრა, რომელშიც რუსეთის ელჩი ალექსანდერ გრუშკო მონაწილეობდა, ნატოს ხელმძღვანელმა დაახასიათა, როგორც გულწრფელი და ღია დისკუსია უკრაინის და ავღანეთის შესახებ, ასევე სამხედრო კონფლიქტის საფრთხის გარშემო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG