Accessibility links

ტრამპმა დროებით შეაჩერა კენედის მკვლელობის რამდენიმე საიდუმლო დოსიეს გამოქვეყნება


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით დღის სინათლეს ჯერ ვერ იხილავს რამდენიმე საიდუმლო დოსიე, რომელიც 1963 წელს მომხდარ, პრეზიდენტ ჯონ კენედის პოლიტიკური მკვლელობის საქმეს ეხება. თუმცა, იუწყებიან, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნა 3000-მდე ჩანაწერს, რომელიც აშშ-ის ნაციონალურმა არქივმა გამოქვეყნა. თეთრი სახლის თანახმად, დონალდ ტრამპის მემორანდუმში ნათქვამია, რომ მას „სხვა არჩევანი“ არ დაუტოვა გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ გამოთქმულმა შეშფოთებამ, რომლის თანახმად რამდენიმე საიდუმლო დოსიეს გასაჯაროება ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერსებს. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს დაავალა ექვსი თვის განმავლობაში გულდასმით შეისწავლონ დარჩენილი დოკუმენტები, რომელთა საიდუმლო შენახვა „მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში“ უნდა მოხდეს. 27 ოქტომბერს აშშ-ის ნაციონალური არქივის საიტზე აიტვირთა პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში არსებული 2891 დოკუმენტი. მეცნიერების თქმით, ამ დოკუმენტებით ისინი არ ელიან შეიტყონ მნიშვნელოვანი დეტალები იმის თაობაზე, თუ რატომ ესროლა ლი ჰარვი ოსვალდმა კენედის 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG