Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა საქართველოს დაუდასტურა ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა


ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, ბარსელონაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ესპანეთი, ევროკავშირის წევრი დანარჩენი სახელმწიფოების მსგავსად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად და სამხრეთ ოსეთი არ არის აღიარებული გაეროს თითქმის არცერთი წევრი ქვეყნის მიერ. „საქმე ეხება დე ფაქტო სუბიექტს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ აქვს უფლება ჰქონდეს წარმომადგენლობა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში და სერთაშორისო თანამეგობრობის წევრ პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში“ - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ესპანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კატალონიაში მინისტრის, დიმიტრი მედოევის ვიზიტისას, ბარსელონაში გაიხსნა „სამხრეთ ისეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა.“

XS
SM
MD
LG