Accessibility links

კონგრესს გაეგზავნა სანქციების ახალ სიაში შეტანილი რუსული კომპანიების სია


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სია იმ რუსული კომპანიებისა და სპეცსამსახურებისა, რომლებიც შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის გამო აშშ-ის საკანომდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის თანახმად, ახალი სანქციების ქვეშ მოექცევიან. გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის საიტზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა შესაბამისი დოკუმენტის ასლი და თანდართული სახელმძღვანელო, რომელშიც ფიგურირებენ რუსეთის 6 სადაზვერვო უწყება და 33 სამხედრო-სამრეწველო კომპანია, მათ შორის კარგად ცნობილი „კალაშნიკოვის“ საწარმო, სუხოისა და ტუპოლევის საავიაციო ქარხნა და იარაღის ექსპორტიორი „როსაბარონექსპორტი“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის თანახმად, როდესაც კონგრესისათვის გაგზავნილი ახალი სანქციების სია გამოქვეყნდება, ამერიკელ ბიზნესმენებსა და უცხოეთის ქვეყნებს მიეცემათ სამი თვის ვადა, რათა შეწყვიტონ თანამშრომლობა მიზანში ამოღებულ რუსეთის კომპანიებთან და კერძო პირებთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG