Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა მეჭიაურის გამარჯვება თიანეთის მერის არჩევნებში


თბილისის სააპელაციო სასამართლომ 27 ოქტომბერს ძალაში დატოვა თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მანამდე მცხეთის სასამართლომ გააუქმა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათილად მიჩნეული 5 ბიულეტენი ხელახლა დათვალა და ხმები მიაკუთვნა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა დათვლის და აღდგენის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თამაზ მეჭიაურს ლელა ქიტესაშვილზე ერთით მეტი ხმა აქვს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG