Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელ თათართა ლიდერები ანექსირებულ ყირიმში დაბრუნებას აპირებენ


ყირიმელ თათართა ლიდერი ილმი უმეროვი პირობას დებს, რომ კოლეგა ახთემ ჩიგოზთან ერთად დაბრუნდება შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც 2014 წლიდან ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამის შესახებ უმეროვმა განაცხადა მას შემდეგ, რაც 27 ოქტომბერს თურქეთიდან კიევში ჩავიდა. ის და ყირიმელ თათარმა მეორე ლიდერი, ილმი უმეროვი რუსეთის საპატიმროდან 25 ოქტომბერს გაათავისუფლეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოანის მონაწილეობით მიღწეული გარიგების შემდეგ. კიევის ბორისპოლის აეროპორტში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ყირიმელ თათართა ლიდერები გაემზგავრნენ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შესახვედრად.

XS
SM
MD
LG