Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პრემიერმა ბათილად გამოაცხადა კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრა


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში გამოსვლისას (27.10.2017)
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში გამოსვლისას (27.10.2017)

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ დაიწყო კატალონიაზე უშუალო კონტროლის დამყარების პროცესი, ბათილად გამოაცხადა რა დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგები, გადააყენა სეპარატისტული რეგიონის ლიდერები და დაშალა რეგიონული პარლამენტი. რახოის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კატალონიის პარლამენტმა 70 ხმით ათის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ესპანეთისგან გამოყოფას. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. 27 ოქტომბერს, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ტელევიზიით გამოსვლისას, რახოიმ დასძინა, რომ 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება და ამით რეგიონის ხელისუფლება „ლეგიტიმურობას დაიბრუნებს“. პარასკევს ესპანეთის სენატმა 214 ხმით 47-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კატალონიაზე მადრიდის უშუალო კონტროლის დამყარებას, ავტონომიის ლიდერ კარლეს პუჩდემონის გადაყენებასა და რეგიონის მთვრობის დაშლას. რახოიმ კატალონიის მართვა დაავალა პირველ ვიცე პრემიერს, სორაია საენს დე სანტამარიას. ესპანეთის პროკურატურის განცხადებით, პუჩდემონის წინააღმდეგ აღძრულ იქნება საქმე ამბოხის მოწყობის მცდელობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG