Accessibility links

უფლებადამცველები შიშობენ, რომ მომღერალი ბაკაევი მოკლეს


რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" „სერიოზულად შიშობს“, რომ გეი პოპმომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჩეჩნეთში ჩასვლის შემდეგ, შეიძლება მოკლეს ჰომოსექსუალთა მკაცრი დევნის პირობებში. ამის თაობაზე ფრანს პრესის სააგენტო იტყობინება. ცნობა გავრცელდა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომელიც ბაკაევის გაუჩინარებას უკავშირდება. მომღერალი უკანასკნელად ნახეს 8 აგვისტოს გროზნოში, სადაც ის დის ქორწილზე ჩავიდა. როგორც "მემორიალის" წარმომადგენელმა, ოლეგ ორლოვმა განაცხადა, როცა ვინმე იკარგება, ხოლო პოლიცია გამოძიებაზე უარს ამბობს, ჩნდება სერიოზული შიში ამ პირის ბედთან დაკავშირებით. ორლოვის თქმით, ბაკაევის დედამ მიმართა ჩეჩნეთის პოლიციას, მაგრამ საქმე არ აღძრულა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG