Accessibility links

კატალონიის ავტონომიის ლიდერი გამოვიდა მოწოდებით, „დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გაუწიონ მადრიდს


Spain -- People react as they watch on giant screens a plenary session outside the Catalan regional parliament in Barcelona, Spain, October 27, 2017

28 ოქტომბერს გამოსვლისას, კატალონიის ავტონომიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი გამოვიდა მოწოდებით, „დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გაუწიონ მადრიდის მიერ რეგიონის მიტაცებას მას მერე, რაც მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კატალონიის ლიდერმა ხანმოკლე სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომკონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება უკანონო იყო და კატალონიელებს მოუწოდა გამოიჩინონ „მოთმინება და სიმტკიცე“, ასევე მომავლის რწმენა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, ადრე, განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ დაიწყო კატალონიაზე უშუალო კონტროლის დამყარების პროცესი, ბათილად გამოაცხადა რა დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგები, გადააყენა სეპარატისტული რეგიონის ლიდერები და დაშალა რეგიონული პარლამენტი. რახოის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კატალონიის პარლამენტმა 70 ხმით ათის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ესპანეთისგან გამოყოფას. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. 27 ოქტომბერს, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ტელევიზიით გამოსვლისას, რახოიმ დასძინა, რომ 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება და ამით რეგიონის ხელისუფლება „ლეგიტიმურობას დაიბრუნებს“. პარასკევს ესპანეთის სენატმა 214 ხმით 47-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კატალონიაზე მადრიდის უშუალო კონტროლის დამყარებას, ავტონომიის ლიდერ კარლეს პუჩდემონის გადაყენებასა და რეგიონის მთვრობის დაშლას. რახოიმ კატალონიის მართვა დაავალა პირველ ვიცე პრემიერს, სორაია საენს დე სანტამარიას. ესპანეთის პროკურატურის განცხადებით, პუჩდემონის წინააღმდეგ აღძრულ იქნება საქმე ამბოხის მოწყობის მცდელობის ბრალდებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG