Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგანგებო ელჩი კიევში ყირიმელი თათრების ლიდერებს შეხვდა


28 ოქტომბერს, კიევში, აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი, კურტ ვოლკერი, შეხვდა ყირიმელი თათრების ლიდერებს, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საპატიმროდან გაათავისუფლეს ამ კვირაში. ილმი უმეროვი და ახთემ ჩიგოზი, ყირიმელი თათრების თვითმმარველობის ორგანოს, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილეები, მოულოდნელად გამოუშვეს საპატიმროდან 27 ოქტომბერს და თურქეთში გაფრენის ნება დართეს, რაშიც ნაწილობრივ ითამაშა როლი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა. უმეროვი და ჩიგოზი ყირიმში დაბრუნებას და სხვა პატიმრების გასათავისუფლებლად მოქმედებას აპირებენ. ვოლკერმა, რომელიც კიევში გუშინ ჩაფრინდა, თქვა, რომ ორი პოლიტიკოსის განთავისუფლება კარგი ნიშანია, თუმცა, მის თამახმად, რუსეთმა მეტი დადებითი ნაბიჯი უნდა გადადგას აღმოსავლეთ უკრაინაშიც.

XS
SM
MD
LG