Accessibility links

რუსეთის დაკარგულ შვეულმფრენს ნორვეგიელმა მაშველებმა ზღვის ფსკერზე მიაგნეს


ნორვეგიელმა მაშველებმა განაცხადეს, რომ ბარენცის ზღვაში, შპიცბერგენის არქიპელაგთან, რუსეთის დაკარგულ შვეულმფრენს მიაკვლიეს ზღვის ფსკერზე. MI-8 ტიპის შვეულმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის ხუთი წევრი და სამი მეცნიერი. შვეულმფრენი 26 ოქტომბერს ჩავარდა ზღვაში რუსეთის პატარა დასახლებულ პუნქტ ბარენცბურგის ნაპირიდან სამ კილომეტრში. მაშველების თანახმად, შვეულმფრენი იმყოფება ზღვის ფსკერზე, ზედაპირიდან 209 მეტრში. სამძებრო სამუშაოები გრძელდება უკვე ბორტზე მყოფთა მოსაძებნად. სავარაუდოდ ისინი დახოცილი არიან. 29 ოქტომბერს არქიპელაგზე ჩავიდა რუსეთის სამაშველო თვითმფრინავი 40-კაციანი ჯგუფით, რომელიც გააგრძელებს სამუშაოებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG