Accessibility links

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი თეირანში ჩავიდა


Austria -- Yukiya Amano, Director General of the International Atomic Energy Agency IAEA speaks during a news conference following the board of governors meeting at the IAEA headquarters in Vienna, November 17, 2016

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი თეირანში ჩავიდა 29 ოქტომბერს ირანის მაღალი რანგის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად. იუკია ამანოს ირანში ვიზიტის ფონია აშშ-ის მუქარა, გამოეთიშოს თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს, ასევე გერმანიას, შორის, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებას. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, ამანოს, მიზანია, გააკონტროლოს და მეთვალყურეობა გაუწიოსი რანის მხრიდან 2015 წლის შეთანხმების პირობების დაცვას. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის მიმართ პოლიტიკის შესახებ გამოსვლაში თქვა, რომ ირანი „ურჩი რეჟიმია“ და დაიმუქრა, რომ დატოვებს ბირთვულ შეთანხმებას, თუ არ გამოსწორდება სერიოზული ნაკლოვანებები. ტრამპის თქმით, ირანი შეთანხმების სულისკვეთებას არღვევს, როცა აგრძელებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას და მხარს უჭერს ახლო აღმოსავლელ ექსტრემისტებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG