Accessibility links

ირანმა ჩაფუშა კიროს მეფის აკლდამასთან „არალეგალური შეკრება“


ირანმა გამოაცხადა, რომ ჩაფუშა ინტერნეტით შემუშავებული გეგმა, თავყრილობა მოეწყოთ სპარსეთის პირველი მეფის, კიროს დიდის აკლდამასთან, ფასარგადეში, დღევანდელი შირაზის მახლობლად. ირანელები ყოველი წლის 29 ოქტომბერს მართავენ შეკრებას კიროსის აკლდამასთან და აღნიშნავენ „კიროსის დღეს“, არაოფიციალურ დღესასწაულს. შარშან, მსგავსი შეკრებისას, არაერთი ადამიანი დააკავეს და ზოგიერთი გაასამართლეს. სააგენტო „მიზანი“ იტყობინებოდა, რომ დაზვერვის სამინისტრომ „მიაკვლია და ჩაფუშა“ შეკრების ორგანიზების გეგმა. ირანის მთავრობამ წელს, ჩანს, წინასწარ იზრუნა იმისთვის, რომ კიროსის აკლდამასთან შეკრება არ შემდგარიყო. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ამ ქვეყნის კლერიკალური მმართველები ისლამის წინა პერიოდის ისტორიის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG