Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარიშხალმა ექვსი ადამიანი შეიწირა ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში


ბერლინი, 2017 წლის 29 ოქტომბერი
ბერლინი, 2017 წლის 29 ოქტომბერი

ძლიერმა ქარიშხალმა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. 29 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთსა და ჩეხეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა, როცა მათ ქარიშხალ „ჰერვარტის“ შედეგად მოგლეჯილი ხეები დაეცა. ათასობით ადამიანი დარჩა ელექტრომომარაგების გარეშე. ზოგ რეგიონში ქარის სიჩქარე საათში 180 კმ-ს აღწევდა. გერმანიაში ორი ადამიანი დაიღუპა - ერთი კემპინგზე, ერთი კი ბალტიის ზღვაში კატარღის ამოტრიალების შედეგად. ჩრდილოეთ გერმანიაში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა ხეებით ლიანდაგების ჩახერგვის გამო.

XS
SM
MD
LG