Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტობის სურვილი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გამოთქვა


ეკატერინა გორდონი
ეკატერინა გორდონი

ჟურნალისტი, ეკატერინა გორდონი რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს. Youtube-ით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ეკატერინა გორდონი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, იქნება ერთადერთი კანდიდატი, რომელიც შეთანხმებული არ არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჟურნალისტის განცხადებით, მისი საარჩევნო კამპანიის უმთავრესი თემა იქნება ქალების და ბავშვების უფლებების დაცვა. ვიდეომიმართვაში გორდონი ხაზს უსვამს, რომ განებივრებული არადსროს ყოფილა და უბრალო ოჯახში გაიზარდა. რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრის განზრახვა 18 ოქტომბერს დაადასტურა, ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

XS
SM
MD
LG