Accessibility links

რუსეთში ხსნიან საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალს


მოსკოვი: "გლოვის კედელი". ავტორი გეორგი ფრანგულიანი

მოსკოვში ხსნიან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალს, „გლოვის კედელს“. ცერემონიას, რომელიც იმართება რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღეს, დაესწრება პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. მაგრამ საბჭოთა პერიოდის დისიდენტებისა და ყოფილი პოლიტპატიმრების ჯგუფი აკრიტიკებს ძეგლს, რადგან მას მიიჩნევს რუსეთში არსებულ ვითარებასთან შეუსაბამოდ და ცინიკურად. „არ შეიძლება, მონაწილეობდე იმ ხელისუფლების მემორიალურ ღონისძიებებში, რომელიც სიტყვებით გამოხატავს სინანულს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა გამო, საქმით კი განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს და თრგუნავს სამოქალაქო თავისუფლებას ქვეყანაში“, - ნათქვამია უფლებადამცველთა მიმართვაში. ხელმომწერთა შორის არიან ვლადიმირ ბუკოვსკი, ალექსანდრ პოდრაბინეკი, მუსტაფა ჯემილევი და სხვები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG