Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ მანაფორტი სამართალდამცველებს უნდა ჩაბარდეს მიულერის გამოძიებასთან დაკავშირებით


„ნიუ-იორკ ტაიმსი“ და სიენენი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს დაევალა, ჩაბარდეს სამართალდამცველებს საარჩევნო პროცესში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ გამოძიებას ატარებს საგანგებო პროკურორი რობერტ მიულერი. მანაფორტის გარდა, სამართალდამცველებს უნდა ჩაბარდეს მისი ყოფილი ბიზნესპარტინორი, რიკ გეიტსიც. ბრალდებების დეტალებზე ჯერ არაფერს იუწყებიან. მანაფორტი 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას და გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდა დიდი თანხა უკრაინის ყოფილი, პრომოსკოვური მთავრობისაგან.

XS
SM
MD
LG