Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, სულ ცოტა, ცხრა პოლიციელი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


ღაზნის პროვინციის უშიშროების სამსახურის ოფიცერი ჰამიდულა ვადენი (ცენტრში), რომელიც 28 ოქტომბრის თავდასხმისას დაიღუპა.
Afghanistan--, Ghazni Security officer Hamidullah wadan killed ,28 Sep 2017
ღაზნის პროვინციის უშიშროების სამსახურის ოფიცერი ჰამიდულა ვადენი (ცენტრში), რომელიც 28 ოქტომბრის თავდასხმისას დაიღუპა. Afghanistan--, Ghazni Security officer Hamidullah wadan killed ,28 Sep 2017

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, ცხრა პოლიციელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა თალიბების თავდასხმის შედეგად. თავდასხმა მოეწყო სამართალდამცველების ბლოკ-პოსტზე სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის ცნობით, შეტაკებისას მოკლულ იქნა შვიდი თავდამსხმელიც. იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თალიბანმა მოაწყო თავდასხმები 28 ოქტომბერსაც, როცა ღაზნიში ცხრა პოლიციელი მოკლეს. ბოლოხანს თალიბებმა გაააქტიუროს ბრძოლა ავღანეთის მთავრობასთან, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს.

XS
SM
MD
LG