Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს უარყოფს მისი და პროკურატურის განცხადებებს შორის წინააღმდეგობას


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ დაკავებისას მოქალაქის გარდაცვალების საქმეში არსებული ჩანაწერების შესახებ მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის 30 ოქტომბრის კომენტარსა და პროკურატურის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. „ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა. შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა, ამ ჩანაწერებში დაფიქსირებულია პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა“ - ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG