Accessibility links

ომბუდსმენი პროკურატურას ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მოუწოდა, პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებისას მოქალაქის გარდაცვალების გამო, ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პროცესში მონაწილე სამართალდამცავები. 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენს მოჰყავს საქართველოს პროკურატურის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა მოქალაქის გარდაცვალების მომენტში დროებით გამორთული იყო, მეორე ინსპექტორის კამერა დასამუხტად ინახებოდა ავტომანქანაში, თავად ავტომანქანაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა კი არ ფარავდა მოქალაქის დაკავების ტერიტორიას. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ მოქალაქის გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, „არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG