Accessibility links

გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი


30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლითაც ყოველწლიურად შესაძლებელი იქნება 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვეს და მაგისტრალის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ ყახაზეთის პრემიერ-მინისტრი ბაკიტჟან საგინტაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი. ხუთი ქვეყნის ლიდერებმა იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG