Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გახსნეს საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი


მოსკოვი, 2017 წლის 30 ოქტომბერი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პატრიარქი კირილე "გლოვის კედლის" გახსნის ცერემონიაზე
მოსკოვი, 2017 წლის 30 ოქტომბერი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პატრიარქი კირილე "გლოვის კედლის" გახსნის ცერემონიაზე

მოსკოვში გახსნეს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი, „გლოვის კედელი“. ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღეს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას სახელმწიფოს მიერ ადამიანების ტანჯვის წლები. რუსეთში 1991 წლიდან აღნიშნავენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დღეს. საბჭოთა პერიოდის დისიდენტებისა და ყოფილი პოლიტპატიმრების ჯგუფი აკრიტიკებს ახალ მემორიალს, რადგან მას მიიჩნევს რუსეთში არსებულ ვითარებასთან შეუსაბამოდ და ცინიკურად. „არ შეიძლება, მონაწილეობდე იმ ხელისუფლების მემორიალურ ღონისძიებებში, რომელიც სიტყვებით გამოხატავს სინანულს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა გამო, საქმით კი განაგრძობს პოლიტიკურ რეპრესიებს და თრგუნავს სამოქალაქო თავისუფლებას ქვეყანაში“, - ნათქვამია უფლებადამცველების მიმართვაში. ხელმომწერთა შორის არიან ვლადიმირ ბუკოვსკი, ალექსანდრ პოდრაბინეკი, მუსტაფა ჯემილევი და სხვები.

XS
SM
MD
LG