Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იწყება ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი


ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი
ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტს იწყებს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი მეუღლესთან, გეორგ-რენე მაქსიმოვსკისთან, ესტონეთის მთავრობის წევრებთან და ბიზნესმენებთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სამთავრობო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. საქართველოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტისას ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმში. 2 ნოემბერს, ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ჩავლენ შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. კერსტი კალიულაიდი ეწვევა წეროვანის საჯარო სკოლას და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

XS
SM
MD
LG