Accessibility links

მსოფლიოში აღნიშნავენ მარტინ ლუთერის 95 თეზისის გამოქვეყნების მე-500 წლისთავს


ლუკას კრანახი (უფროსი): მარტინ ლუთერის პორტრეტი (1529)

500 წლის წინ, 1517 წლის 31 ოქტომბერს გერმანელმა ბერმა, თეოლოგმა მარტინ ლუთერმა გამოაქვეყნა რომის კათოლიკური ეკლესიის კრიტიკის შემცველი 95 თეზისი, რაც მიჩნეულია რეფორმაციად წოდებული მოძრაობის დასაწყისად. მთავარი საიუბილეო ღონისძიებები იმართება 31 ოქტომბერს ქალაქ ვიტენბერგში, რადგან, გადმოცემით, ლუთერმა სწორედ ვიტენბერგში სასახლის ეკლესიის კარზე გააკრა თავისი 95 თეზისი. თეოლოგის კრიტიკა, პირველ რიგში, მიმართული იყო კათოლიკურ ეკლესიაში ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ლუთერს სჯეროდა, რომ ინდულგენციის შეძენით შეუძლებელია ცოდვის გამოსყიდვა. ერეტიკოსად შერაცხვის, შემდეგ კი სიკვდილით დასჯის საფრთხის მიუხედავად, მან უარი თქვა საკუთარი პოზიციიდან გადახვევაზე. რომის კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების მცდელობა დროთა განმავლობაში რამდენიმე მიმართულებად დაიშალა და სხვადასხვა პროტესტანტულ ეკლესიად ჩამოყალიბდა, მათ შორის ლუთერანებად და კალვინისტებად. გერმანელი რელიგიური მოღვაწის დამსახურებად ითვლება ეკლესიის უაღრესად გავლენიანი ინსტიტუტის უშიშარი კრიტიკა და ყურადღების ცენტრში რწმენის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების მოქცევა, ისევე როგორც ბიბლიის საუცხოო გერმანული თარგმანის შექმნა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG