Accessibility links

პოლ მანაფორტი და რიკ გეიტსი თავს დამნაშავედ არ ცნობენ


პოლ მანაფორტი (მარჯვნივ) და რიკ გეიტსი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი და მისი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი, რომლებსაც სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენეს, თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათ სულ 12 მუხლით აქვთ წაყენებული ბრალდებები გამოძიების საფუძველზე, რომელსაც აწარმოებს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევის დასადგენად დანიშნული საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი. მანაფორტი და გეიტსი 30 ოქტომბერს ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. სასამართლომ ორივეს შინაპატიმრობა შეუფარდა და გირაოს სახით განსაზღვრა 10 მლნ დოლარი მანაფორტისთვის, ხოლო 5 მლნ დოლარი - გეიტსისათვის. მათთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის, სახელმწიფოს ღალატის გარდა, სახელდება, მაგალითად, ფულის გათეთრება და ფედერალური ლობირების წესების დარღვევა. როგორც სასამართლოს მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტებით ასევე ირკვევა, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა მრჩეველმა, ჯორჯ პაპადოპულომ აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა რუსეთთან თავისი კონტაქტების შესახებ. პაპადოპულოსი ივლისში დააკავეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG