Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს ნავალნის საარჩევნო შტაბის უფროსი, ნიკოლაი ლიასკინი


რუსეთში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოსკოვის საარჩევნო შტაბის უფროსი, ნიკოლაი ლიასკინი. მან 31 ოქტომბერს ტვიტერში დაწერა, რომ პოლიციამ გააჩერებინა მანქანა და განყოფილებაში წაიყვანა. სექტემბერში ლიასკინი ლითონის ხელკეტით ცემეს, რის შემდეგაც თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირმა გამოაცხადა, რომ ლიასკინმა ფული გადაუხადა ასეთი თავდასხმის მოსაწყობად. ლიასკინი და ნავალნის გუნდი გადაჭრით უარყოფენ ამ ვერსიას. ნათელი არ არის, უკავშირდება თუ არა სექტემბრის თავდასხმას ლიასკინის 31 ოქტომბერს დაკავება. ნავალნის სურს საკუთარი კანდიდატურის წამოყენება რუსეთში 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მაგრამ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნავალნის არა აქვს ამის უფლება ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო. ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის სამართლებრივ დევნას.

XS
SM
MD
LG