Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულიდან იუწყებიან ძლიერი აფეთქების შესახებ


თვითმხილველებისა და ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა ქაბულში 31 ოქტომბერს მომხდარ ძლიერ აფეთქებას. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია ადასტურებენ, რომ აფეთქება მოხდა რაიონში, რომელსაც უსაფრთხოების მკაცრი ზომებით იცავენ. მათ დეტალებზე ჯერ არ უსაუბრიათ. საინფორმაციო საააგენტო როიტერსის ჟურნალისტებმა ნახეს, სულ ცოტა, რვა ადამიანი, რომელიც, როგორც ჩანს დაიღუპა. არიან დაჭრილები. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის ცნობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი დაღუპული და 10 დაჭრილი.

XS
SM
MD
LG