Accessibility links

უკრაინაში კორუფციის ბრალდებით დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის, შვილი


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი

უკრაინაში დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ვაჟიშვილი, ალექსანდრ ავაკოვი და მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტარი. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური. სამშაბათს უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ალექსანდრ ავაკოვთან ტარდება ჩხრეკა უკრაინის შსს-თვის ზურგჩანთების შეძენის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გამოძიება დაიწყო ორი წლის წინ - ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ჟურნალისტების ინფორმაციით, შსს-თვის ზურგჩანთებს ყიდულობდა ფირმა, რომელსაც აკონტროლებდა შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი შვილი. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ავაკოვი ზურგჩანთებით სამინისტროს მომარაგების შესახებ უთანხმდებოდა მამის ყოფილ მოადგილეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG