Accessibility links

ქაბულში სამი ადამიანი დაიღუპა დიპლომატიურ რაიონში აფეთქების შედეგად


ქაბულში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. აფეთქება მოეწყო „მწვანე ზონად“ წოდებულ რაიონში, სადაც ბევრი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები მდებარეობს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამფეთქებელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. მან პირველი ბლოკ-პოსტი გაიარა, მაგრამ მეორე ბლოკ-პოსტთან გააჩერეს და თავი აიფეთქაო, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა. ქაბულის პოლიციის პრესმდივნის ინფორმაციით, თავდამსხმელი სულ 12, ან 13 წლის იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG