Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიციიდან გამოუშვეს დღეს დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტი


რუსეთში პოლიციიდან გამოუშვეს რამდენიმე საათით ადრე დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტი, ნიკოლაი ლიასკინი, რომელიც ალექსეი ნავალნის მოსკოვის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ამის შესახებ ლიასკინი ტვიტერში წერს და აღნიშნავს, რომ 9 ნოემბერს დაიბარეს შინაგან საქმეთა განყოფილებაში. აქტივისტის დაკავების მიზეზი უცნობი რჩება. თვთონ ლიასკინი როგორც ამბობს, პოლიციის განყოფილებაში მას ცარიელი ოქმი მისცეს და განმარტების დაწერა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. ლიასკინი სამშაბათს დილას დააკავეს მისსავე სახლთან - ორ დღეში მას შემდეგ, რაც ის და ნავალნის შტაბის კიდევ შვიდი აქტივისტი დააკავეს მოხალისეებთან შეხვედრისას. აქტივისტებმა სამი საათი დაჰყვეს პოლიციის განყოფილებაში და ოქმების შედგენის გარეშე იქნენ გათავისუფლებული. 15 სექტემბერს ლიასკინზე თავდასხმა მოეწყო: მას თავში ჩაარტყეს ლითონის ხელკეტი. ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის სურს საკუთარი კანდიდატურის წამოყენება 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მაგრამ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნავალნის არა აქვს ამის უფლება ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო. ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის სამართლებრივ დევნას.

XS
SM
MD
LG