Accessibility links

მოლდავეთში კანონიერად მიიჩნევენ ენის ოფიციალურ სახელწოდებად „რუმინულის“ გამოცხადებას


მოლდავეთის დროშა

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის ენისათვის „მოლდავურის“ ნაცვლად „რუმინულის“ წოდებას. კონსტიტუციის მე-13 მუხლის შეცვლის ინიციატივას, რომელიც პროევროპულ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის, ხელს აწერს 35 პარლამენტარი. თუმცა, ცვლილების დასამტკიცებლად საჭიროა დეპუტატების საერთო რაოდენობის ორი მესამედის, 67 ადამიანის მხარდაჭერა. მოსალოდნელია, რომ მოლდავეთის პარლამენტი მომავალი წლის აპრილში იმსჯელებს ამ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისას, ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტარმა ტუდორ დელიომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ენისათვის „რუმინულის“ წოდებით აღდგება „ისტორიული სამართლიანობა“: „მოლდავეთის რესპუბლიკის მოქალაქეები რუმინულ ენაზე ლაპარაკობენ. ეს იცის ყველამ! და ეს კონსტიტუციაშიც უნდა ჩაიწეროს“ - განაცხადა დელიუმ. მეორე მხრივ, პრორუსული კურსის მხარდამჭერი პრეზიდენტი იგორ დოდონი გადაჭრით ემხრობა ენის სახელწოდებად „მოლდავურის“ შენარჩუნებას და საჭიროდ მიიჩნევს რეფერენდუმის ჩატარებას ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაცებად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG