Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი


ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია თავდასხმის შემდეგ, 2015 წლის 14 ნოემბერი
ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია თავდასხმის შემდეგ, 2015 წლის 14 ნოემბერი

პირველი ნოემბრიდან საფრანგეთში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 2015 წლიდან, პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მოქმედებდა. ამ კვირაში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა ახალ კანონს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ, რომელიც სამართალდამცავებს ანიჭებს ისეთივე ფართო უფლებამოსილებას, როგორიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჰქონდათ. მათ შეუძლიათ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, გადაადგილება შეუზღუდონ ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებს და დახურონ რელიგიური ორგანიზაციები. 2015 წლის ნოემბერში, პარიზსა და მის შემოგარენში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი და 300-ზე მეტი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG