Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიციური, ეროვნული კოალიცია არ ჩაერთვება რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეკრებაში


KAZAKHSTAN -- Members of the delegations take part in the peace talks on Syria in Astana, October 31, 2017
KAZAKHSTAN -- Members of the delegations take part in the peace talks on Syria in Astana, October 31, 2017

სირიის ეროვნულმა კოალიციამ, სირიის მთავრობასთან მებრძოლმა მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომელსაც დასავლეთი უმაგრებს ზურგს, განაცხადა, რომ რუსეთის ინციატივით დაგეგმილ შეხვედრაში არ ჩაერთვება. კოალიციის თქმით, შეხვედრის მიზანია, გვერდი აუაროს ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებს გაეროს შუამავლობით. ჯგუფის წარმომადგენლის, აჰმად რამადანის განცხადებით, კოალიცია არ ჩაერთვება არავითარ მოლაპარაკებაში რეჟიმთან ჟენევის გარეთ გაეროს შუამავლობის გარეშე. რუსეთის თანახმად, მის მიერ მოწყობილ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს სირიის 33-მდე ორგანიზაცია. ასტანის მოლაპარაკებები იანვარში დაიწყო გაეროს შუამავლობით მიდინარე მოლაპარაკების პარალელურად. სირიის მთავრობის მთავარი მხარდამჭერების, რუსეთის და ირანის, ასევე თურქეთის, რომელიც მის სამხედრო მეტოქეებს უჭერს მხარს, ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ეთანხმებიან რუსეთის ინიციატივას, უმასპინძლონ სირიის მთავრობის წარმომადგენლების და ოპოზიციური ჯგუფების პირისპირ შეხვედრას 18 ნოემბერს დასავლეთის წარმომადგენლების გარეშე.

XS
SM
MD
LG