Accessibility links

ნავალნი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს რუსეთის პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი აპირებს, სასამართლოში უჩივლოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის ადმინისტრაციას. როგორც ნავალნიმ 1 ნოემბერს თავის საიტზე დაწერა, კრემლი კოორდინირებული ზომებით ცდილობს მისი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას. ნავალნი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში მას კრემლის მითითებით არ მიეცა ამომრჩევლებთან შეხვედრის უფლება. ოპოზიციონერის ვარაუდით, კრემლი შეშფოთებულია იმით, რომ უკვე ჩატარებულ შეხვედრებზე ნავალნის მრავალი მხარდამჭერი იყო მისული. „რუსეთის 40-50 უდიდესი ქალაქის ადმინისტრაციები ყოველ კვირას პირდაპირ და უხეშად არღვევენ კანონს", როცა უარს მეუბნებიან ამომრჩევლებთან შეხვედრაზეო, წერს ალექსეი ნავალნი. ის აპირებს 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებისა, რომ ამის უფლება არა აქვს ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო. ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს სამართლებრივ დევნას და განაგრძობს საარჩევნო კამპანიას. ამჟამად ის სააგიტაციო ტურით მოგზაურობს რუსეთის რეგიონებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG