Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლეს პუჩდემონი არ ჩავა ესპანეთში სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად


კატალონიის გადაყენებული ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, არ აპირებს ესპანეთში ჩასვლას სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად. ამის შესახებ გამოაცხადა პოლიტიკოსის ბელგიელმა ადვოკატმა პოლ ბეკაერტმა, რომლის თქმითაც პუჩდემონს ურჩევნია, „მოიცადოს და ვითარებას დააკვირდეს“. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კატალონიელი პოლიტიკოსი არ აპირებს ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას, მაგრამ თუ მადრიდი მის ექსტრადიციას მოითხოვს, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ. კარლეს პუჩდემონი, რომელიც 30 ოქტომბერს ჩავიდა ბელგიაში, და კატალონიის გადაყენებული მთავრობის კიდევ 13 წევრი 2 ნოემბრის დილას არიან დაბარებული ესპანეთის ეროვნულ სასამართლოში. მათ წაყენებული აქვთ ამბოხებისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება 1 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმს ესპანეთისაგან კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 43%-მა, რომლის დიდი ნაწილიც დამოუკიდებლობას მიემხრო. მას შემდეგ ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ დროებით გააუქმა კატალონიის ავტონომიური სტატუსი, გადააყენა მთავრობა და დეკემბრისთვის დანიშნა ვადამდელი არჩევნები.

XS
SM
MD
LG