Accessibility links

ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს


საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ უკრაინაში დაკავებულია სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა. „მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებულ იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა“ - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ მეგის ქარდავას შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა და საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი რამდენიმე, მათ შორის „ციხის ბუნტის,“ ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. ქარდავასთვის შეფარდებული ყველაზე მკაცრი სასჯელი 9 წლით პატიმრობაა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოები დაუსწრებლად განიხილავენ მეგის ქარდავას წინააღმდეგ ადამიანის წამების და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებებით აღძრულ, სისხლის სამართლის კიდევ ხუთ საქმეს. პროკურატურის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG