Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი "ნიუ-იორკელი ტერორისტისთვის" სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული, საიფულო საიპოვი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. „ნიუ-იორკელი ტერორისტი ბედნიერი იყო, როცა ითხოვდა საავადმყოფოს პალატასთან „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის გამოფენას. მან 8 ადამიანი მოკლა და 12 მძიმედ დაჭრა. სასიკვდილო განაჩენი უნდა მიიღოს“ - დაწერა 2 ნოემბერს, ტვიტერზე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ამერიკული მედიასაშუალებები გამომძიებლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პოლიციის მიერ დაჭრილმა საიპოვმა დაკითხვისას განაცხადა, რომ სურს პალატასთან გამოფინოს ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.

XS
SM
MD
LG