Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უარყო აშშ-ის მოწოდება, ნუღარ დაბლოკავს სირიაში გაზით თავდასხმის შესახებ გაეროს გამოძიებას


სხდომა გაეროს უშიშროების საბჭოში
სხდომა გაეროს უშიშროების საბჭოში

კრემლმა 2 ნოემბერს უარყო აშშ-ის მოწოდება, რომ ნუღარ დაბლოკავს მცდელობას, განახლებულ იქნეს მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს გაეროს საგამოძიებო გუნდს იმის დასადგენად, თუ ვინ გამოიყენა სირიაში ქიმიური იარაღი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით, „სასწრაფო და მკვეთრი ზომები უნდა იქნეს მიღებული“ გაეროს გუნდისა და ამ თემაზე მუშაობის „აშშ-ის დიქტატისგან“ დასაცავად. გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის ვადა 17 ნოემბერს ამოიწურება. გასულ კვირაში რუსეთმა ვეტო გამოიყენა გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა კვლავ დაებლოკა მანდატის განახლება, რომელსაც შეერთებული შტატები მოითხოვს. გაეროს საგამოძიებო გუნდმა გასულ კვირაში გამოიწვია რუსი დიპლომატების უკმაყოფილება, როცა დაადგინა, რომ სირიის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა აპრილში ქალაქ ხან შეიხუნში ზარინის გამოყენებაზე. თავდასხმამ ათობით ადამიანი შეიწირა. რუსეთი და სირია უარყოფენ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG