Accessibility links

აშშ-მა გამოაქვეყნა 470 ათასამდე ფაილი ბინ ლადენის თავშესაფარში ნაპოვნი კომპიუტერიდან


აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ (CIA) გამოაქვეყნა 470 ათასამდე ფაილი კომპიუტერიდან, რომელიც იპოვეს 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის გასანეიტრალებელი ოპერაციის დროს. 1 ნოემბერს გასაჯაროვებული ინფორმაცია არის ბინ ლადენთან დაკავშირებული ინფორმაციის უკვე მეოთხე პაკეტი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა 2015 წლის მაისის შემდეგ. მათ შორის არის ბინ ლადენის დღიური და 10 ათასზე მეტი ვიდეოფაილი, ჰოლივუდის რამდენიმე ფილმისა და თვითონ ბინ ლადენზე სამი დოკუმენტური ფილმის ჩათვლით. ექსტრემისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდის ლიდერი მოკლეს 2011 წლის 2 მაისს პაკისტანში, აბატობადში აშშ-ის საგანგებო დანიშნულების შენაერთის ოპერაციის დროს. 1 ნოემბერს გასაჯაროვებული მასალა ინტერნეტში გამოქვეყნდა ორიგინალურ, არაბულ ენაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG