Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჩაელები აღნიშნავენ სტალინის დროს დეპორტაციის 74-ე წლისთავს


ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში ყარაჩაელები აღნიშნავენ სტალინის პერიოდის მასობრივი დეპორტაციის 74-ე წლისთავს. მეჩეთებში ღვთისმსახურება მიეძღვნა იმ ადამიანების ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც შეეწირა შუა აზიაში დეპორტაციას 1943-1957 წლებში. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერებმა 2 ნოემბერს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც რეგიონში მცხოვრებ ყველა ეთნიკური ჯგუფს მოუწოდებენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა აღარ დაუშვან „რეპრესიების საშინელების“ განმეორება. ყარაჩაელები თურქულენოვან, უმეტესწილად მუსლიმურ ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან და ჩრდილოეთ კავკასიაში იყვნენ პირველები, ვინც 1940-იან წლებში გადაასახლა საბჭოთა რეჟიმმა. 1944 წლის 2-5 ნოემბერს 70 ათასამდე ადამიანს შეეხო მატარებლის ვაგონებით დეპორტაცია სამშობლოდან ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის რეჟიმი მათ ადანაშაულებდა ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციაში. არაოფიციალური სტატისტიკით, მარტო მგზავრობისას დაიღუპა ათასობით ადამიანი - გადასახლებულების, დაახლოებით, მეოთხედი. გადარჩენილებს 1957 წელს მიეცათ ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების უფლება.

XS
SM
MD
LG