Accessibility links

ბრიტანეთში თავდაცვის ახალი მინისტრი დაინიშნა სკანდალის გამო მაიკლ ფელონის გადადგომის შემდეგ


ბრიტანეთის თავდაცვის გადამდგარი მინისტრი, მაიკლ ფალონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის ახალ მინისტრად წარადგინა გევინ უილიამსონი მას შემდეგ, რაც მაიკლ ფელონი იძულებული გახდა გადამდგარიყო ჟურნალისტის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ტერეზა მეის ადმინისტრაციამ 2 ნოემბერს გაავრცელა ცნობა უილიამსონის დანიშვნის შესახებ. ფელონი მინისტრის პოსტიდან გადადგა 1 ნოემბრის საღამოს და განაცხადა, რომ მისი ქცევა არ შეესაბამებოდა მის როლთან დაკავშირებულ „მაღალ სტანდარტებს“. უფრო ადრე ფელონმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 2002 წელს მუხლზე ხელი დაადო ჟურნალისტს. ვარაუდობენ, რომ ახლა მეტი ინფორმაცია გავრცელდება ფელონის არაკორექტულ მოქმედებაში ბრალდების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG