Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერი: თანამშრომელმა, რომელიც კომპანიას ტოვებდა, დეაქტივაცია გაუკეთა ტრამპის ანგარიშს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიშს, მისამართით @realdonaldtrump დეაქტივაცია უყო ტვიტერის თანამშრომელმა, რომელიც კომპანიას ტოვებდა. კომპანია აცხადებს, რომ დეაქტივაციამ 11 წუთს გასტანა. პირებს, რომლებიც ტრამპის გვერდზე ცდილობდნენ შესვლას, ხვდებოდათ მესიჯი "ბოდიში, ეს გვერდი არ არსებობს". კომპანიამ გაავრცელა მესიჯი, რომელშიც წერს, რომ ეს მათმა თანამშრომელმა გააკეთა, ბოლო სამუშაო დღეს. "ჩვენ ვაგრძელებთ გამოკვლევას საიმისოდ, რომ ასეთ რამ აღარ მოხდესო", ამბობს ტვიტერი. ანგარიშის აღდგენის შემდეგ ტრამპმა საპასუხო განცხადება გაავრცელა - "ჩემი ტვიტერის ანგარიში 11 წუთით გაუქმებული იყო, ურჩი თანამშრომლის მიერ. როგორც ჩანს, ეს სიტყვები მართლაც ვრცელდება და გავლენასაც ახდენს". ტრამპი ტვიტერის აქტიური მომხმარებელია, მის გვერდს 41,7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ის ტვიტერს ხშირად იყენებს ოპონენტებზე თავდასხმისთვის და თავისი პოლიტიკური მესიჯების გავრცელებისთვის - როგორც გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიისას, ისე უკვე გაპრეზიდენტების შემდეგ.

XS
SM
MD
LG