Accessibility links

სააგენტო ტურანი: აზერბაიჯანმა შეწყვიტა ჩვენი სამართლებრივი დევნა


აზერბაიჯანის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს, ტურანის დირექტორი აცხადებს, რომ პროკურორებმა სააგენტოს და მის დირექტორს ყველა ბრალდება მოუხსნეს. სააგენტო იტყობინება, რომ გენერალური პროკურატურის ოფისიდან 2 ნოემბერს მიიღო ცნობა, რომ დირექტორს, მეჰმან ალიევს და საკუთრივ სააგენტოს შეუძლიათ დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა. ალიევი ამბობს, რომ მას ასევე მოუხსნეს შეზღუდვა გადაადგილებაზე. ტურანის მუშაობა დიდწილად შეწყდა სექტემბერში, მას შემდეგ, რაც 24 აგვისტოს ალიევი ბაქოში დააკავეს, გადასახადებისთვის თავის არიდების და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებებით. ტურანი ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებდა, ალიევის დაკავება დასავლეთის მთავრობებმა და უფლებადამცველმა ჯგუფებმა აღიქვეს პოლიტიკურ ზეწოლად დამოუკიდებელ მედიაზე. 12 სექტემბერს ალიევი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს, ერთი დღით გვიან აზერბაიჯანის უწყებებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ გადასახადებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდათ სააგენტოსთან. ტურანი 1990 წელს დაარსდა. ის აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვეყნებს მასალებს და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო სააგენტოებთან. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხშირად აკრიტიკებენ მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG