Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეის გარშემო დაძაბულობის ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის გარშემო დაძაბულობის ფონზე. 11-დღიანი ტურნე ითვალისწინებს ვიზიტებს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ვიეტნამსა და ფილიპინებში. მაგრამ თავდაპირველად ტრამპი ჩაფრინდება ჰავაიში და მოინახულებს წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების ბაზას. ბოლო თვეებში ჩრდილოეთმა კორეამ გამოცადა საკონტინენტთაშორისო რაკეტები და ჩაატარა რიგით მეექვსე ბირთვული გამოცდა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა უჩვეულოდ მძაფრი განცხადებით, რომ ფხენიანს „ცეცხლითა და რისხვით“ უპასუხებენ. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული საფრთხის გარდა, აზიის ქვეყნებში ვიზიტისას დღის წესრიგში დგას ვაჭრობაზე მოლაპარაკებაც. ვიეტნამში ტრამპი დაესწრება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ორი პრეზიდენტის შეხვედრას.

XS
SM
MD
LG