Accessibility links

ბელგიას გადასცეს კატალონიის გადაყენებული ლიდერის დაპატიმრების ორდერი


ბელგიამ მიიღო კატალონიის გადაყენებული ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი. ბელგიის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამომძიებელმა დაკითხვაზე უნდა გამოიძახოს პუჩდემონი, ან პოლიციას სთხოვოს მისი მიყვანა, ხოლო დაკითხვის შემდეგ იქნება 24-საათიანი ვადა ესპანეთში მის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების მისაღებად. წინა დღეს ესპანეთის ეროვნულმა უზენაესმა სასამართლომ გასცა პუჩდემონისა და მისი კაბინეტის ოთხი ყოფილი წევრის დაპატიმრების ორდერები. მათ ბრალად ედებათ ამბოხება და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა. პარასკევს პუჩდემონმა თქვა, რომ მზად არის, თავისი კანდიდატურა წამოაყენოს კატალონიაში დეკემბრისთვის დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებისთვის, მაგრამ უცხოეთიდან აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. კატალონიის გადაყენებული ლიდერი და ოთხი ყოფილი მინისტრი 30 ოქტომბერს ჩავიდნენ ბელგიაში. მას შემდეგ ესპანეთში დააკავეს რვა ყოფილი მინისტრი ესპანეთისაგან კატალონიის გამოყოფის მცდელობის გამო. პუჩდემონი მადრიდში, სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მაგრამ პოლიტიკოსი ბელგიაში დარჩა. ესპანეთისაგან გამოყოფის შესახებ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, მადრიდმა რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა და 21 დეკემბრისთვის დანიშნა რიგგარეშე არჩევნები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG