Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა „სახალხო ერთობის დღეს“ ნაციონალისტებთან შეტაკებისას


მოსკოვში პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა ნაციონალისტების აქციაზე, რომელიც რუსეთში „სახალხო ერთობის დღეს“ გაიმართა და პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაციონალისტების აქცია ახალი დაწყებული იყო, როცა ორგანიზატორებმა მისი შეჩერება გადაწყვიტეს, რადგან პოლიციელებმა არ მისცეს ბანერების გაშლის უფლება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ოფიციალურად ჰქონდათ მიღებული აქციაზე დროშებით და ბანერებით გამოსვლის ნებართვა. ნაციონალისტების სანქცირებულ დემონსტრაციაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, როცა მათ პოლიციელები მიუახლოვდნენ. დაპირისპირებისას დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე სხვადასხვა ცნობა ვრცელდება: ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ თანახმად, დაკავებულია 17 ადამიანი, ხოლო ზოგი წყარო ათობით დაკავებულზე იუწყება. რუსეთში 2005 წლიდან ზეიმობენ „სახალხო ერთობის დღეს“. ამჯერად, შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი ღონისძიებებით აღნიშნავენ 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის მე-100 წლისთავსაც.

XS
SM
MD
LG