Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს კანადის წინააღმდეგ „მაგნიტსკის კანონის“ გამო


მოსკოვი აპირებს, საპასუხო ზომებს მიმართოს კანადის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ოტავამ გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა რუსეთის 30 მოქალაქეს სერგეი მაგნიტსკისთან დაკავშირებული კანონის საფუძველზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვის განცხადებით, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, მიღებულია გადაწყვეტილება მთელი რიგი კანადელებისათვის რუსეთში შესვლის აკრძალვის შესახებ. სერგეი მაგნიტსკი იყო რუსი იურისტი, რომელიც დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად. ის 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში. სანქცირებულთა სია, რომელიც კანადამ 3 ნოემბერს გამოაქვეყნა, თითქმის იდენტურია სიისა, რომელიც აშშ-მა შექმნა 2012 წელს „მაგნიტსკის აქტის“ დამტკიცების შემდეგ. „მაგნიტსკის აქტი“ ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. წელს კანადამაც მიიღო მაგნიტსკისთან დაკავშირებული კანონის საკუთარი ვერსია.

XS
SM
MD
LG