Accessibility links

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი აღიარებს, რომ 2016 წელს შეხვდა რუს ოფიციალურ პირებს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა მრჩეველმა, კარტერ პეიჯმა კონგრესმენებისათვის ინფორმაციის მიწოდებისას აღიარა, რომ 2016 წელს მოსკოვში ყოფნისას შეხვდა რუს ოფიციალურ პირებსაც. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“. ბოლო თვეებში მედიასთან საუბრისას, პეიჯი ან უარყოფდა 2016 წლის ივლისში მოსკოვში რუს ჩინოვნიკებთან შეხვედრას, ან ამბობდა, რომ „უმეტესწილად მეცნიერებს“ ხვდებოდა. პეიჯმა ტრამპის საარჩევნო გუნდის, სულ ცოტა, ერთ წევრს გაუგზავნა ელექტრონული წერილი, რომელშიც ატყობინებდა რუსეთის მთავრობის წევრებთან და სხვებთან შეხვედრების დროს მოპოვებულ ინფორმაციას. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ეს წერილი ხუთშაბათს წაიკითხეს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში, რომელიც იძიებს რუსეთის სავარაუდო მცდელობას, ტრამპის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა აშშ-ში 2016 წლის ნოემბრის არჩევნებზე. რუსეთი და ტრამპი უარყოფენ ასეთ ბრალდებებს. „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ პარასკევს საუბრისას, კარტერ პეიჯმა თქვა, რომ არ გაუმართავს მნიშვნელოვანი შეხვედრები - მოკლედ მივესალმე რამდენიმე ადამიანს, ერთ-ერთი მათგანი მაღალი რანგის პირი იყოო. პეიჯს არ დაუკონკრეტებია ამ პირის ვინაობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG