Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ლიბანის პრემიერ-მინისტრი, საად ჰარირი


ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს განცხადება მან ტელევიზიით გააკეთა საუდის არაბეთიდან, სადაც ვიზიტით არის ჩასული. ჰარირის აზრით, ლიბანში ამჟამად ისეთივე ატმოსფეროა, როგორც 2005 წელს, როცა მოკლეს მამამისი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი. საუდის არაბეთის ტელეარხი ალ-არაბია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბეირუთში რამდენიმე დღის წინ სცადეს ლიბანის პრემიერის მოკვლა. ჰარირი, რომელიც სუნიტი მუსლიმია და საუდის არაბეთის ერთგული მოკავშირე, ლიბანში მოქმედ „ჰიზბოლასა“ და მის მოკავშირე ირანს ადანაშაულებს არაბულ ქვეყნებში არეულობის გაღვივებაში. ჰარირი 2016 წლის ბოლოდან არის პრემიერ-მინისტრი და სათავეში უდგას ეროვნული ერთობის 30-წევრიან მთავრობას, რომელშიც შიიტური „ჰიზბოლას“ წარმომადგენლებიც შედიან.

XS
SM
MD
LG