Accessibility links

„ნეტფლიქსმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა კანოვარსკვლავ კევინ სპეისისთან


ამერიკულმა ვიდეოსერვისმა „ნეტფლიქსმა“ ოფიციალურად შეწყვიტა თანამშრომლობა კინოვარსკვლავ კევინ სპეისისთან, რომელსაც სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. სპეისის, რომელიც პროდუსერის რანგშიც თანამშრომლობდა „ნეტფლიქსთან“, ოთხი წელი იღებდნენ პოპულარულ ტელესერიალ „ბანქოს სახლში“. სერიალზე მუშაობა შეჩერებულია. „ნეტფლიქსმა“ ასევე შეაჩერა მუშაობა ფილმზე „გორი“ ამერიკალ მწერალ გორ ვიდალის ცხოვრების შესახებ. მასში მთავარი როლი უნდა შეესრულებინა კევინ სპეისის. 29 ოქტომბერს მსახიობმა ენტონი რეპმა ინტერვიუში ახსენა 30 წლის წინანდელი ამბავი, როცა ის სულ 14 წლის იყო - სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროვება. სპეისიმ საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომ ინციდენტის შესახებ არაფერი ახსოვს. მანვე აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. რამდენიმე დღეში სპეისის მხრიდან შეუსაბამო ქცევის შესახებ გამოაცხადა „ბანქოს სახლის“ გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG